Thursday, November 30, 2017

ჯანსაღი ცხოვრების წესი

        





ეთერ მაყიშვილი
სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა
მე-10 კლასი
ტელეფონი:   598 45 54 47 
ელ-ფოსტა:etermakishvili@gmail.com




        ჯანსაღი ცხოვრების წესი დღეს ძალიან მოდური თემაა, თუმცა რეალურად ეს მხოლოდ თემაა და არაფერი სხვა, მოჩვენებითი რეალობის შექმნა და ამ რეალობით ტკბობა.
დღევანდელ სამყაროში ჯანმთელობა ყველაფერია, რადგან ჩვენზე მრავალი გარემოებები მოქმედებს: დაბინძურებული ჰაერი, გენმოდიფიცირებული საკვები, სტრესული სიტუაციები და მრავალი რამ. ქართველებს ყველაფერი გამორჩეული გვაქვს: მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, მრავალმხრივი, თუმცა გაზარმაცებული ნიჭი, უნიკალურობის განუზომელი ამბიცია („რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“..),ხშირად შესაძლებლობების მასშტაბებს ამცდარი სურვილები, და რა თქმა უნდა, ცხოვრების ზოგადი წესი. თანამედროვე ქართველებმა ენამოსწრებული გამონათქვამი – “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”, საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ დავაყენეთ, ზემოთქმული ანდაზის დედა აზრი, სწორხაზოვან ტენდენციურობად და უსამართლო მიკერძოებულობად აღვიქვით  და გაგულისებულებმა დავასკვენით, რომ ჯანსაღ სულს დიახაც, რომ აქვს უფლება არამხოლოდ ჯანსაღ სხეულში, არამედ ნებისმიერი ფორმის, წონისა და მდგომარეობის სხეულში დაიდოს ბინა!
აგერ, შევა ვინმელუარსაბ თათქარიძებიძიაკაე-კაექართულ რესტორანში, ერთს გემრიელად მოულხენს, შეჭამს და შესვამს იმდენს, რამდენსაც მისი მრავალგზის ნაპატივებ-მოპუტკუნებული სტომაქი დაიტევს, სმა-ჭამისგან გვარიანად დამძიმებულს, რაღა თქმა უნდა, ცეკვის თავიც არ ექნება. ქეიფის ბოლოს რის ვაი-ვაგლახით წამოდგება.ასეთია ტიპიური, ჯიგარი ლუარსაბ-ქართველისკაი-კაცური კოდექსი“, რომელიც ყველანაირ ნორმატიულ აქტზე უფრო უზენაესია და სადაც ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ მუხლები ჯერ კიდევ, 21- საუკუნის რეალობაშიც კი, უბრალოდ არ არსებობს და უსათუოდ დასამატებელია.
      ცხოვრების ჯანსაღი წესი შეიცავს ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ - ფაქტორების თავიდან აცილების გზებს.
     ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის გამიზნული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად  მიმართულებებია: მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარების შემცირება;მოსახლეობის მიერ ალკოჰოლის მოხმარების შემცირება; მოსახლეობის მიერ წამლების ბოროტად გამოყენების შემცირება;მოსახლეობის ფიზიკური აღზრდის უზრუნველყოფა.

            ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს  როგორც მძლავრი პროპაგანდისტული ზემოქმედება მოსახლეობაზე, ისე სათანადო სამკურნალო - სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი ქსელის შექმნა.     ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საერთო მიზნითა და ძალისხმევით.